ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისიდედრი ამის გამო, ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა - რას იხსენებს ირაკლი...

სიდედრი ამის გამო, ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა – რას იხსენებს ირაკლი ზარქუა

amindi

ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. სიდედრი, ამის გამო, ერთი კვირა არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხაბეიშვილი ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა.

„ვუსმენდი, როგორ დავარქვა ახლა, კი ბატონო, კოლეგა ხაბეიშვილს ე.ი. წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში, იცით თქვენ, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ეს რა არის მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და იცით, რაში დაიმსახურა ეს ნომინაცია? 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი 1970-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ, დაბადებულიც არ ვიყავი. სიდედრი ამის გამო ერთი კვირა არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს. ახლა, გამახსენდა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო. აი, ამ კატეგორიასა და ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა, ბატონ ირაკლი კობახიძეზე თქვა, არშემდგარი ადამიანიაო. თქვა ეს ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ ლაპარაკობს არშემდგარი ადამიანიაო? ხაბეიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა, მაგრამ კარგი, ამაზე მეტს არ გავჩერდები“- განაცხადა ზარქუამ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!