ჟურნალისტი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ულებადმცველ სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, დიმიტრი ავალიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა.
“გული დამწყდა ძალიან. კარგი და პატიოსანი ადამიანი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი. ცხოვრება ასე უსამართლოა, ყველაფერი ერთ წამში იკარგება” – აცხადებს ambebi.ge -სთან სამირა ბაირამოვა.
დიმიტრი ავალიანი სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდა. ბოლოს ის ონლაინ გამოცემა “ჯემნიუსის” გუნდის წევრი იყო.
ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი ავალიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.