შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიცოცხალი იყო, თუმცა მკვდრად გამოაცხადა სასწრაფოს ბრიგადამ - ნახეთ რა განცხადებას აკეთებენ...

ცოცხალი იყო, თუმცა მკვდრად გამოაცხადა სასწრაფოს ბრიგადამ – ნახეთ რა განცხადებას აკეთებენ ოჯახის წევრები

amindi

4 შვილის დედის გარდაცვალებაში ოჯახი სასწრაფოს ექიმებს ადანაშაულებს – 30 წლის ნინო აბრამოვი სოფელ რუისში, მუშაობისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადა.

აბრამოვის ნათესავები ირწმუნებიან, რომ მედიკოსებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს რადგან, როდესაც ოჯახის წევრებმა მკვდრად გამოცხადებული ქალი ნახეს, პულსი უცემდა.

მათივე თქმით, ამის შემდეგ, 4 შვილის დედა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით გადაჰყავდათ, როდესაც ის რეალურად გარდაიცვალა.

“სასწრაფო მივიდა, მიანება თავი და წავიდა. რომ მივედი ადგილზე, როგორც ძაღლი ისე ჰყავდათ დაგდებული ბავშვი და ზეწარი გადაფარებული, ჭუჭყიან მარშრუტაკში პულსი ესინჯებოდა და წამოვიყვანეთ გორმედში. რომ მოვიყვანეთ პულსი კიდევ არისო. მერე დაღუპულიაო.” ამბობს გარდაცვლილის მამა, გელა აბრამოვი.

“სამუშაოდ იყო წასული რუისში და ციდად გახდა, სასწრაფო მივიდა. 3 საათი ჰყავდათ ბაღში ცუდად მყოფი. დაიღუპაო უთხრა სასწრაფოს ექიმმა, სინამდვილეში არ ყოფილა დაღუპული და 3 საათი ეწვინათ, როდის მოვლენ მშობლები რომ პროზექტურაში გადავასვენოთო. მშობლები მოვიდნენ და გოგოს პულსი ჰქონდა. წაიყვანეს ხიდამდე, პულსი ჰქონდა, იქ შეუჩერდა და ის 3 საათი ბაღში რომ არ ჰყოლოდათ გაჩერებული,იქნებ გადარჩენილიყო. ვერ გაიგეს მკვდარი იყო თუ ცოცხალი” ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ასთმური შეტევა სხვა დროსაც ჰქონია, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების პირობებში, როგორც ისინი ამბობენ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეიძლებოდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებამდე კლინიკა “გორმედშია”, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ .

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!