ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ეს არის შანტაჟი - საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას...

ირაკლი ზარქუა: ეს არის შანტაჟი – საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ კარგად უნდა გაითავისოს რა თამაშში შედის

frenis kompensaciafrenis kompensacia

ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ სამართლიანად უთხრა უარი უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე და უკრაინამ ეს კარგად უნდა გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს არ არის ის თამაში, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი „პადონოკები" საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ. ესენი წავლენ წამოვლენ, ხოლო ჩვენი მეგობრობა დარჩება იმიტომ, რომ დიდ ხანს მოიცავს და მომავალშიც ასე გაგრძელდება - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას არასამართლიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ერთგვარი შანტაჟის მცდელობაა საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან ხელისუფლებამ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი უთხრა.

„ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, როდესაც ჰყავდათ გუბერნატორად და შემდეგ თმებით ათრევდნენ ხოლმე რესტორნებში და დააპატიმრეს კიდეც. ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო. ეს ადამიანი ახლა უკვე უკრაინის სახელით ევროპაში სიტყვით გამოდის და ადამიანებს ხვდება და დააგვირგვინეს ახლა ეს სამარცხვინო შავი სია თუ რაღაც. ბატონ ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით ბატონ დანილოვს, ვინც ეს სია შეადგინა. სამართლიანად მიიღო უარი იმიტომ, რომ საქართველოს ფრონტის გახსნა და ომი არ სჭირდება, ჩვენ ეს ვნახეთ, ვიომეთ უკვე 2008 წელს. ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვინდა და მათ ასე გვიპასუხეს, დაგვაშანტაჟეს. ნამდვილად უკრაინას ვუჭერთ მხარს, უკრაინელ ხალხს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ვისურვებდი, რომ უკრაინას უფრო ადეკვატური ხელისუფლება ჰყოლოდა. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია, ისეთი მთავრობა, რომელიც უკრაინელი ხალხის ინტერესებს დაიცავს“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უკრაინამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სანქციები დაწესება. განკარგულებას პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!