უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქცირებულთა სიაში რომელიმე ქართველის მოხვედრა, მიზეზის მითითების გარეშე, შატნაჟის კიდევ ერთი მცდელობაა – ანჯაფარიძე

0
88

ე.წ. სანქცირებულთა სია უშიშროების საბჭომ მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი დანილოვია. ეს ის დანილოვია, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, ხოლო აღნიშნული ე.წ. სანქციები არის მათი პასუხი ჩვენს უარზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცია მსოფლიოში ორ ქვეყანას აქვს დაწესებული - უკრაინას და რუსეთს.

„უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან არა მგონია ეს ნაბიჯი ვინმეს გაკვირვებოდა.უკრაინული მხარის მიერ ე.წ. სანქციების ახალ სიასთან დაკავშირებით:მე და ბევრმა იცის მათი ჩვენზე გაბრაზების მიზეზები, ის რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას.

შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქცირებულთა სიაში რომელიმე ქართველის მოხვედრა, თანაც მიზეზის მითითების გარეშე არის შანტაჟის და ქვეყნის ომში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სანქცირებულთა სია უშიშროების საბჭომ მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი დანილოვია. ეს ის დანილოვია, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, ხოლო აღნიშნული ე.წ. სანქციები არის მათი პასუხი ჩვენს უარზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცია მსოფლიოში ორ ქვეყანას აქვს დაწესებული: უკრაინას და რუსეთს. ამით ყველაფერი ნათქვამია!“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

ცნობისთვის, უკრაინამ  ქართველ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი ახლო გარემოცვის წევრები. ზელენსკის მიერ ხელმწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.