კვირა, დეკემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებივარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს

frenis kompensaciafrenis kompensacia

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განვითარებული პროცესების შედეგებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დღეს დილიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, გუშინ, 18 ოქტომბერს, ქვათაცვენის შედეგად დაზიანებულ უბნებს ადგილზე სწავლობენ.

პროცესის დასრულების შემდეგ გაიცემა გეოლოგების დასკვნა/რეკომენდაციები, რის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს შემდგომ სამოქმედო გეგმას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის გარემოს ეროვნულ სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კრიტიკული უბნების გამაგრება-სტაბილიზაცია.

ამჟამად დასრულების ეტაპზეა იტალიელი სპეციალისტის, ინჟინერ-გეოლოგ კლაუდიო მარგოტინის (სრული პროფესორი) პროექტის შესაბამისად კლდის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება-სტაბილიზაცია, ანკერირება/ინსექტირების მეთოდით სამ კრიტიკულ უბანზე (არეალი С, არეალი E და არეალი F)“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!