კვირა, დეკემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიდასახელდა დემენციის მომასწავებელი სავარაუდო სიმპტომი - კვლევა

დასახელდა დემენციის მომასწავებელი სავარაუდო სიმპტომი – კვლევა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ფინეთის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,არაჯანსაღი პირის ღრუ შესაძლოა, დემენციის რისკს ზრდიდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  სპეციალისტებმა ჯამში 47 ხანგრძლივი კვლევა გააანალიზეს, რომელიც მონაწილეთა დენტალური და კოგნიტიური ჯანმრთელობის შესახებ  ცნობებს შეიცავდა. ავტორებმა ყურადღება იმ ადამიანებზე გაამახვილეს, რომელთაც თავიდან დემენციის დიაგნოზი არ ჰქონდათ დასმული.

შედეგად, მათ დაასკვნეს, რომ არაჯანსაღი პირის ღრუს მქონე ინდივიდების შემთხვევაში გონებრივი პრობლემების ჩამოყალიბების 23%-ით მეტი შანსი იყო, დემენციის კი 21%-ით მეტი, ვიდრე სხვებში. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უფრო სიღრმისეული კვლევების ჩატარებაა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს პირის ღრუსა და ტვინის ჯანმრთელობა. ეს შესაძლოა, სამომავლოდ დემენციის რისკის შემცირებაში დაგვეხმაროს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!