2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა.
ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.
2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).
2022 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა.