დღეს მსახიობ მიშა გომიაშვილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
გამოსვენება მარჯანიშვილის თეატრიდან, 15:00 საათზე გაიმართება. მისამართი: დ. უზნაძის ქ.12.
ცნობისთვის, მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART- ხელოვნება“.
მონაწილეობდა ქართულ მრავალ ეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში „ყავა და ლუდი”. ასევე ფილმებში „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)” და „რენე მიდის ჰოლივუდში”.
მიშას მეუღლე კოსტიუმების მხატვარი ქეთი კალანდაძეა, რომელიც მსახიობის მესამე ცოლია.