15 სექტემბერს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ჭიათურაშიც. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +23, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი.
გუდაურშიც უნალექო დღე მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +26 გრადუსია მოსალოდნელი,ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.