უკრაინაში რუსული ძალების უკან დახევას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ტაქტიკას და სტრატეგიას უწოდებს.
მისი თქმით, რუსეთი ამ სპეცოპერაციის დროს ადამიანური მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს.
„სპეციალური ოპერაციის მსვლელობისას არსად უკან არ ვიხევთ. ეს ყველაფერი დასავლეთის პროვოკაციაა. ნუ გაასულელებინებთ თავს. არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ტაქტიკა და სტრატეგია. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას განურჩევლად ყველას ვესროლოთ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთი ამ სპეცოპერაციის დროს ადამიანური მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს. „ბანდეროვები“ და „ნაციკები“კი, თავს ამის უფლებას აძლევენ და საკუთარ ხალხს ესვრიან.ჩემი ნება რომ იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას გამოვაცხადებდი და გამოვიყენებდი ნებისმიერ იარაღს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მთელ NATO-ს ვებრძვით. ეს ჩემი პირადი აზრია. ამას ისე ვამბობ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, პატრიოტი, მოხალისე და არა როგორც რესპუბლიკის მეთაური“, - წერს კადიროვი Telegram-ის არხზე.