ქალაქ რედმონდში, 77 წლის ავსტრალიელი კაცი სახლში, მის მიერვე გაზრდილმა კენგურუმ მოკლა, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, კენგურუ პატრონს თავს დაესხა. გარეულმა ცხოველმა ადგილზე მისულ ექიმებზეც სცადა თავდასხმა.
ავსტრალიაში დაახლოებით 50 მილიონი კენგურუ ცხოვრობს, მაგრამ მათი მხრიდან ადამიანებზე თავდასხმები იშვიათია. 1936 წლის შემდეგ, ქვეყანაში ეს პირველი ფატალური შემთხვევაა.