კვირა, მარტი 16, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებისომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება - სომხეთის თავდაცვის უწყება
თვითფრინავის ბილეთები

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება – სომხეთის თავდაცვის უწყება

frenis kompensaciafrenis kompensacia

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება, აზერბაიჯანული ძალები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს“, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, თავს ესხმის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – დასძინა ტოროსიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული მხარე უარყოფს ინფორმაციას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ და სომხეთს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით