ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, „საპატიო ქუთაისელებთან“ ერთად, 100-მდე პირველკლასელს სასკოლო ჩანთები და ნივთები გადასცა საჩუქრად.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საჩუქრის მისაღებად მისულ ბავშვებს შორის ის უკრაინელი პატარებიც იყვნენ, რომელთა ოჯახებმა დროებით ქუთაისს შეაფარეს თავი.
ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა მოსწავლეს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. დღეს, იმ პირველკლასებს, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, „საპატიო ქუთაისელებთან“ ერთად, სასკოლო ნივთები და ჩანთები გადავეცით. წელს ქუთაისის სკოლებში რამდენიმე პატარა უკრაინელიც ისწავლის და ისინიც დავასაჩუქრეთ. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა