ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„აქ მართლაც ძალიან იგრძნობა დედოფლის გარდაცვალება“ - რას ამბობს ლონდონში მცხოვრები ლელა...

„აქ მართლაც ძალიან იგრძნობა დედოფლის გარდაცვალება“ – რას ამბობს ლონდონში მცხოვრები ლელა მებურიშვილი

frenis kompensaciafrenis kompensacia

ლელა მებურიშვილი ლონდონიდან, სადაც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს, დედოფლის გარდაცვალების შემდგომ შექმნილ გარემოზე საუბრობს.

როგორც მსახიობი ამბობს, ბუკინგემის სასახლესთან საოცარი სიმშვიდე და სიჩუმეა.

„აქ მართლაც ძალიან იგრძნობა დედოფლის გარდაცვალება, რაღაცნაირი უცნაური სიჩუმეა, ბუკინგემის სასახლესთან ყოველთვის ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო, რადგან ტურისტები პირველად ყოველთვის აქ მოდიოდნენ. ძალიან ბევრი ხალხია აქ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, ყვავილებს ტოვებენ, დელეგაციებია, აკონტროლებენ, რომ ბევრი ხალხი არ გაჩერდეს… ბევრი თვალცრემლიანი ადამიანია აქ.

დედოფალი სამწუხაროდ, წელს არ ესწრებოდა სამეფო დოღს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პირადად მენახა და დოღზე წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. იგრძნობოდა მისი დიდი სიყვარული ამ ღონისძიების მიმართ და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა მას.

ჩვენ სამეფო დოღზე სპეციალური მიწვევა მივიღეთ. ეს ღონისძიება იყოფა ნაწილებად. სხვადასხვა შესასვლელია გათვალისწინებული და სხვადასხვა მოსაწვევი. სადაც ჩვენ ვიყავით, საბედნიეროდ, მოვხვდით იმ ადგილას, სადაც დედოფალი და სამეფო კარის წევრები შედიან ხოლმე…“,- თქვა „იმედის დღესთან“ საუბრისას ლელა მებურიშვილმა. 

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!