ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება3 შვილი, სასიკვდილო დიეტები და 14 წლიანი ურთიერთობის დასრულება - თამუნა ლეკვეიშვილის...

3 შვილი, სასიკვდილო დიეტები და 14 წლიანი ურთიერთობის დასრულება – თამუნა ლეკვეიშვილის ცხოვრების გახმაურებული კადრები

kompensacia frenebzekompensacia frenebze

„პრეზიდენტობა“, „ეკა ბესელიას იმიჯის მორგება“, უამრავი სკეტჩი და მუსიკალური ნომერი – დიახ, ეს თამუნა ლეკვეიშვილია, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების გაღიმებაზე ფიქრობს.

ზესტაფონელი გოგონა დღეს ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია. ჰოდა, სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

კომპლექსები

თავიდან, სანამ გავიაზრებდი და მივიღებდი ჩემს სხეულს ისეთს, როგორიც არის, კომპლექსები მქონდა. დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა და ბეჭებში მოხრილი დავდიოდი, რომ მკერდი წინა პლანზე არ ყოფილიყო. აი, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა და კომლექსების მოხსნა ერთდროულად მოხდა.
წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით.

დიეტა

დიეტის დროს ტვინი მეფანტება. ათი დღის წინ დავიწყე მორიგი „სასიკვდილო“ დიეტის დაცვა, ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად.

„პრეზიდენტობა“

ყოველთვის ვუყურებ სალომეს, ყურადღებით ვუსმენ, თუ რამე ახალი მიმართვა ან გამოსვლა აქვს. ვაკვირდები, რა აცვია, რა უკეთია, როგორ მოძრაობს, როგორ მეტყველებს და მუსიკოსის ყურით ადვილად ვიჭერ მის ინტონაციებს. ფიზიკურად კი დავემსგავსე, მაგრამ სალომესნაირი პრეზიდენტი არ ვიქნებოდი.
პირველად რომ გამიკეთეს სალომეს გრიმი, ჩავიხედე სარკეში და პრეზიდენტი მიყურებდა, ვერ მვხვდი, ჩემს თავს რა მოხდა. გაუცხოების მომენტი მქონდა.

ახლა კი ისე მივეჩვიე, სახლშიც კი წავსულვარ გადაღებიდან მანქანით პრეზიდენტის გრიმით და უნდა გენახათ, შუქნიშანთან გაჩერებულს, როგორ მიყურებდნენ მძღოლები. სხვათა შორის, პრეზიდენტის მხარდამჭერები მემტერებიან და ნეგატიურ კომენტარებს მიწერენ. არ ვბრაზდები – ესე იგი, კარგად ვაკეტებ ჩემს საქმეს.

მეუღლე

მე და გიგი 14 წელია ერთად ვართ.
ქმართან დაკავშირებით იყო გაუგებრობა და ერთ დღეში მოგვარდა. ყველას ეგონა, სოციალური ქსელი გამიტეხეს და ვიღაცამ დამიწერა, მაგრამ მე დავწერე ის სტატუსი, სადაც ქმარს მადლობას ვუხდიდი ამდენი წელი ერთად გატარებისთვის. არ ვარ აფექტური, მაგრამ რაღაც მომივიდა და ამ სტატუსმაც, თავისი საქმე გააკეთა. ეს რომ დავწერე, ტელეფონი არ ჩერდებოდა, გაოგნებულები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა მოხდაო. ყველას ვეტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – ასე მარტივად გავცემ პასუხს.

ქორწილი არ გვქონია, გიგის დედა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ქალი იყო და ძალიან გული დამწყდა, რომ არ შევხვდით ერთმანეთს, როგორც რძალი და დედამთილი. დარწმუნებული ვარ, რძალ-დედამთილობაზე მითს აუცილებლად დავანგრევდი.

საქორწილო კაბა არ მცმია. რომეოს და ჯულიტას გვეძახიან – ჩვენს სიყვარულს კი აცოცხლებს და ახალ-ახალ ბიძგს აძლევს ის, რომ მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს. ცოტა კამათი და გაბუტვებიც მოსულა, რაც აუცილებლად სჭირდება ორი ადამიანის ურთიერთობას. რაღაცნაირად ახანგრძლივებს მას. კამათი საჭიროა, რომ ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ცხოვრება.

14-წლიანი ურთიერთობის დასრულება

თამუნა ლეკვეიშვილმა 14 წლიანი კარიერა “რუსთავი 2”-ზე ერთ დღეში დაასრულა და “ვანოს შოუს” გუნდს “მთავარ არხზე” გაჰყვა.
„ძალიან რთული ზაფხული გამოვიარე. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რაც დაგვემართა ამ ზაფხულს. 14 წელი გავატარეთ ერთ გუნდად და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა “რუსთავი 2”-ში და მათ წარმატებას ვუსურვებ. ემოციებიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ, ბოლომდე არ მჯერა, რომ მეგობრები უცებ ერთმანეთის კონკურენტები გავხდით. მთელი აგვისტო ნერვიულობაში გავატარეთ.
როცა ჩვენი გუნდის თათბირი დაინიშნა, შეკვეთილში ვისვენებდი ოჯახთან ერთად და მანქანით მარტო წამოვედი ღამე. მთელი დღე თათბირი გვქონდა და ეს ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ ღამესვე დავბრუნდი შეკვეთილში, ორი ღამე მომიწია გზაში ყოფნა. მოკლედ, მძიმე ზაფხული გადავაგორე“.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!