რამდენიმე წუთის წინ ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თერჯოლაში, ყოფილმა ქმარმა 37 წლის ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა გარდაცვლილის სამუშაო ადგილას, ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.
ასევე ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ქალი დაიღუპა.
დაღუპულ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა ობლად.
სხვა დამატებითი დეტალები ამდროისთვის უცნობია.