Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიასტროლოგია14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

spot_imgspot_img

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, უფრო ყურადღებით იყოთ. შესაძლოა ინტრიგებთან ან ჭორებთან გამკლავება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 14 ნოემბერს არ მოდუნდეთ.

კურო

გირჩევთ, ამ დღეს რადიკალური ზომების მიღებას მოერიდოთ. მოქმედების დაწყებამდე, კარგად დაფიქრდით და ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ.

ტყუპები

ამ დღეს ორაზროვანი ხუმრობები და მინიშნებები (თუნდაც სხვების მისამართით) ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა გააკეთოთ. თუ ნახევარი ნაბიჯით მაინც გადაუხვევთ, იცოდეთ, რომ სიტუაცია ყველა ფრონტზე გაუარესდება.

ლომი

სერიოზული პრობლემების გადაჭრის წინაშე დგახართ, ეცადეთ გვერდით კომპეტენტური დამხმარე დაიყენოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წარმატება დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.

ქალწული

გირჩევთ, დილიდანვე პოზიტიურ განწყობაზე უნდა დადგეთ და საქმეში ყოველმხრივ მობილიზებული იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ოპონენტებს შეუძლიათ, მომენტი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.

სასწორები

ამ დღეს სასწორებს ბევრი რამ გამოუვათ – ისიც კი, რაშიც, ჩვეულებრივ, არ უმართლებთ ხოლმე. გირჩევეთ, დილით რაც შეიძლება მეტი საქმე დაგეგმოთ.

მორიელი

დღეს შეიძლება, რაღაცაზე აფეთქდეთ და სერიოზულად იჩხუბოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს დღე შეიძლება გარდამტეხი იყოს (და არა ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით). ამიტომ, გირჩევთ, მაქსიმალურად მოთოკოთ ემოციები.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა უსამართლობას შეეჯახოთ. ვარსკვლავები არ ამბობენ ვისთან მიმართებით, მაგრამ გირჩევენ, ამ ორშაბათს განსაკუთრებულად მშვიდი იყოთ და დაფიქრებით იმოქმედოთ.

თხის რქა

დღეს მოგიწევთ, მკაცრი და პრინციპული იყოთ. თუ მოდუნდებით, მოგვიანებით აუცილებლად ინანებთ.

მერწყული

ამ დღეს, უმჯობესია, ცოტა ტემპს მოუკლოთ. შესაძლოა ნათლად ხედავთ მიზანსაც და სამოქმედო გზასაც, მაგრამ დღეს სიჩქარე არ გამოგადგებათ – დამშვიდდით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით.

თევზები

ამ დღეს რაღაცის გარკვევა-გარჩევა მოგიწევთ. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებიანი და ობიექტური იყოთ, რათა უნებლიეთ ვინმეს „განაჩენი“ არ გამოუტანოთ.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!