Sunday, October 2, 2022
spot_img
Home,,ჩვენ თვალწინ არაკაცურად დახვრიტეს... ვაი მათ, ვინც ეს დაგეგმა... " - მამა...

,,ჩვენ თვალწინ არაკაცურად დახვრიტეს… ვაი მათ, ვინც ეს დაგეგმა… ” – მამა იოანეს ემოციური პოსტი

spot_imgspot_img

რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,გუშინ ერთი წელი გავიდა, ჩემი ოქროს ბიჭის ნიკოს მკვლელობიდან. როგორ მახსოვს, დილით ტელევიზიებმა გადმოსცეს ნიკოზე თავდასხმა, მას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი, დაჭრილი ნიკო კვარაცხელია გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება სასწრაფო ოპერაცია. საღამომდე როგორ ველოდებოდი მის გადარჩენას. კადრების ნახვის მერე მთელი სხეული გამეყინა. ვერც ვიტირე, ცრემლიც არ მქონდა, ეტყობა ისეთი გაყინული ვიყავი. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, ყველანაირად ავიყვანე თავი ხელში რომ სახლში რამე არ დამემტვრია. უდანაშაულო სისხლი, ნათელი მომავალი, სიკეთის და წესიერების განსახიერება. ჩვენ თვალწინ არაკაცურად დახვრიტეს, დიახ პირდაპირ ზურგიდან მიპარული ათეული ტყვია ესროლეს. ჩვენ თვალწინ მოკლეს ნათელი მომავალი, ნიჭი და პატიოსნება.

ნიკო შენი ლამაზი და უდანაშაულო სული უფალთან იქნება და ილოცებს ჩვენზე, თავის ოჯახის წევრებზე და საყვარელ ადამიანებზე.

ვაი იმათ, ვინც ეს დაგეგმა და ამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა იტვირთა. ღმერთმა გიშველოთ ყველას და სინანულის ცრემლები მოგცეთ. ნიკო შენს ლამაზი უკვდავი სული აცხონოს უფალმა”, – წერს მამა იოანე ხელაია.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge