Monday, September 26, 2022
spot_img
Homeსომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა გრძელდება, მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლა გრძელდება, მხარეები ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

spot_imgspot_img

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური შეტაკებები მიმდინარეობას. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

„აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად დაწყებული ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება. სომხეთის შეიარაღებული ძალები თანაზომიერ პასუხს იძლევიან“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, „მოწინააღმდეგე ვარდენისის, სოტკის, არდანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით არტილერიას, ნაღმმტყორცნებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებს და მის სამიზნეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც წარმოადგენს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სომხურ მხარეს არსებული დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება. უწყება შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხეთის ომბუდსმენის, კრისტინა გრიგორიანის მტკიცებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო დახმარების მანქანას, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს და სომხეთს პროვოკაციულ დეზინფორმაციაში სდებს ბრალს.

„ვადასტურებთ, რომ აზერბაიჯანის არმიის კონტრზომები მიმართულია მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებსაც წარმოადგენს სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილები“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრის შესახებ.

„აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ჯერ კიდევ იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. სომხეთის ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმია ლოკალურ კონტრზომებს ახორციელებს და საცეცხლე წერტილების განეიტრალებას ახდენს“, – აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge