Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeპრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე, ევროკომისიის პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ

პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე, ევროკომისიის პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ

spot_imgspot_img

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი განიხილეს.

„შევხვდი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი. ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის”, –  წერს პრემიერ-მინისტრი.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge