გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოძრაობის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 8 სექტემბერს 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 წუთიანი ინტერვალით ნაწილობრივ შეიზღუდება (ერთი სამოძრაო ზოლი ჩაიკეტება)", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.