Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

spot_imgspot_img

პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა – ამ მიზეზით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ლევან ვარშალომიძეს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას პარლამენტმა მხარი 78 ხმით დაუჭირა, 7 კი წინააღმდეგი იყო.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა. მისივე განმარტებით, ფრაქციას არ წარმოუდგენია რამე ცნობა, რომლის საფუძველზეც ვარშალომიძის გაცდენები შეიძლება საპატიოდ ჩათვლილიყო.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვარშალომიძე არც ერთ სხდომას არ დასწრებია და “პარლამენტში ნამყოფიც არ არის”, ანაზღაურების სახით 56 000 ლარი მიიღო და ის პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge