Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeკულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

spot_imgspot_img

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

,,ცნობილ მსახიობს, მიხეილ (მიშა) გომიაშვილს მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. ის 1996 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, ასევე, თამაშობდა „მეტეხის თეატრის“ სცენაზე.

აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლები კინოსა და თეატრში: პროფესორი (ამელი ნოტომი, „საწვავი“), ქართლოსი (მ. დოლიძე, „მდგმურები“), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი, „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე, „განდეგილი“), ანტონა (დავით კლდიაშვილი, „უბედურება“), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი, „თოვლივით თეთრი თოვლი“), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი, „მამა“), „ხაფანგი“, „ბედიანი“, „სიყვარული ვენახში“, „ძვირფასი“, „ანთიმოზ ივერიელი“, „ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“, „არის ასეთი ქვეყანა“ , „6 და 7“, „მთვარიანი ველის სერენადა“, „პირველი, ღმერთის შემდეგ“, „ორი მუსიკოსი“, „ყავა და ლუდი“, „კონფლიქტის ზონა“, „რენე მიდის ჰოლივუდში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „დარჩი ჩემთან“, „ყველა წავიდა“, „პრეზიდენტი“, „თვე, როგორც ერთი დღე“, „მტრები“, „მძევლები“, „კახეთის მატარებელი“, „ერთი საათი“ და კიდევ არაერთი სხვა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს მიხეილ გომიაშვილის ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge