Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeკობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველა კარი არის გახსნილი და თუ ისინი არ ჩაერთვებიან...

კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველა კარი არის გახსნილი და თუ ისინი არ ჩაერთვებიან გარკვეულ პროცესებში, ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იქნება

spot_imgspot_img

ყველამ იხილა მათ შორის პრესკონფერენცია, რომელიც პრემიერს, ვარჰეისა და ბორელის მონაწილეობით გაიმართა და ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა ამ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ კურსთან, ჩვენს დღის წესრიგთან, ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პრემიერი წარდგა ძალიან დეტალური ანგარიშით იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება როგორც ასოცირების შეთანხმება, ასევე 12 პუნქტი, აქედან გამომდინარე გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი და წინსვლა და ეს პრესკონფერენცია და ვიზიტიც მთლიანად ამის გამოხატულება იყო.

ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვაჩვენებთ, რომ ყველა კარი არის გახსნილი. ოპოზიციურ, საპარლამენტო პარტიებს შეუძლიათ ნებისმიერ პროცესში მონაწილეობა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვაკეთებთ მაქსიმუმს. ზოგადად არის ღიაობა ნებისმიერ ინიციატივასთან მიმართებით. ჩვენ არა მარტო ვისმენთ ოპოზიციის მოთხოვნებს, არამედ არაერთი საკითხია უკვე გათვალისწინებული იმ პროექტებში, რომელიც არის მომზადებული და წარდგენილი საპარლამენტო განხილვისთვის. რაც შეეხება [რადიკალურ] ოპოზიციას, ისინი თუ არ ჩაერთვებიან გარკვეულ პროცესებში, ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა, მთავარია ეს ობიექტურად შეფასდეს ყველა დამკვირვებლის მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.   

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge