Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ

spot_imgspot_img

ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ. „დიდი მადლობა ბატონო უმაღლესო წარმომადგენელო, ევროკომისარო, მოგესალმებით. დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე და ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, სადაც საქართველოს მიაჩნია, რომ ბუნებრივად ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას. ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge