შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითუ მცენარეს ალკოჰოლით „დაათრობთ“, ის 2 კვირის განმავლობაში უწყლოდ გაძლებს - ახალი...

თუ მცენარეს ალკოჰოლით „დაათრობთ“, ის 2 კვირის განმავლობაში უწყლოდ გაძლებს – ახალი კვლევა

aviabiletebiaviabiletebi

რეცენზირებული კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Plant and Cell Physiology, ვარაუდობს, რომ ალკოჰოლი - ეხმარება მცენარეებს, გვალვაში გადარჩენაში, თუნდაც ორი კვირის განმავლობაში წყლის გარეშე დარჩნენ.

აღმოჩნდა, რომ როდესაც მცენარეებს წყალი აკლიათ, ისინი ბუნებრივად გამოიმუშავებენ ეთანოლს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოების მიზეზები უცნობია, მკვლევრები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ მცენარეებისთვის ალკოჰოლის მიცემამ შეიძლება დაიცვას ისინი გვალვის დროს გახმობისგან. 

აღმოჩენა სასარგებლოა არა მხოლოდ ბაღებისთვის, არამედ ფერმებისთვის, რომლებიც ამუშავებენ სასიცოცხლო კულტურებს, როგორიცაა ბრინჯი და ხორბალი. 

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ეთანოლი არის „ჯანსაღი და მარტივი“ გზა, რათა გაიზარდოს საკვების წარმოება მთელ მსოფლიოში, წყლის დეფიციტის დროს.

დასკვნების გამოსატანად მკვლევრებმა დათესეს ხორბალი და ბრინჯი, რეგულარულად რწყავდნენ და შემდეგ მცენარეთა ერთ ჯგუფში სამი დღის განმავლობაში ეთანოლს უმატებდნენ. შემდეგ ორი კვირის განმავლობაში არ მორწყეს და აღმოაჩინეს, რომ „მთვრალი“ მცენარეები უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე „ფხიზელი“. ეთანოლით დამუშავებული ხორბლისა და ბრინჯის მცენარეების დაახლოებით 75% გადარჩა ხელახალი მორწყვის შემდეგ, ხოლო დაუმუშავებელი მცენარეების - 5%-ზე ნაკლები.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ „ეთანოლი უნდა გამოვიყენოთ ზომიერად, რადგან მისი უფრო მაღალი კონცენტრაცია შეაფერხებს მცენარის ზრდას". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ სცადოთ ეს სახლში.

ეთანოლს მცენარეები ასევე იყენებენ ენერგიისთვის საჭირო შაქრის წარმოებისთვის.
მეცნიერებმა განუცხადესა CNN-ს, რომ მალე დაიწყებენ ეთანოლის ტესტირებას მცენარეებში, რეალურ მინდვრებში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!