Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარირელიგიაილია მეორე მიმართვას ავრცელებს

ილია მეორე მიმართვას ავრცელებს

spot_imgspot_img

 “უფალო, მოგვეც ძალა, რომ შეგვეძლოს ნათელი მოვფინოთ იქ, სადაც წყვდიადი გამეფებულა. რომ შეგვეძლოს სიხარულის მიტანა იქ, სადაც მწუხარება დამკვიდრებულა..

💒 რომ არ ვიყოთ გულცივნი ადამიანებთან და გულგრილნი მათი ტკივილების მიმართ.. რომ შევძლოთ ტვირთვა მოყვასის სიმძიმისა. რომ შეგვეძლოს იმედად ვექცეთ იმედგაცრუებულს. რომ ვისწავლოთ, ჯერ ჩვენ თვითონ ავასრულოთ ის, რასაც სხვას ვურჩევთ.. რომ მარადის მთელი გულით ვამბობდეთ: იყავნ ნება შენი, უფალო!..

💒 რომ განუწყვეტლივ ვებრძოდეთ დაცემულობას ადამიანისას, ოღონდ ისე, რომ ადამიანს ჭრილობა არ მივაყენოთ.. რომ ვიყოთ დაუღალავნი სხვათა შეწევნაში.

🔸 რომ ვირწმუნოთ: არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულით და მოთმინებით. რომ მარადის გვახსოვდეს: მონა ქრისტესი ყველაზე თავისუფალი ადამიანია..

🙏 ვილოცოთ, რომ ვიქადაგოთ საკუთარი სიმდაბლით.. ვილოცოთ, რომ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისკენ, და მთელი ცხოვრება ჩვენი იქცეს ერთ ცოცხალ ქრისტიანულ მაგალითად და დაუცხრომლად ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.. ამინ!”

პატრიარქი ილია II

🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿✨🌿🌿✨

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!