Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeთავდაცვის მინისტრმა უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

თავდაცვის მინისტრმა უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

spot_imgspot_img

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ჩართულობით ცოტნე გამსახურდიასთვის სპეციალური ეტლი გამოიგზავნა. 

„ცოტნეს რეაბილიტაციისთვის გადადგმული თითოეულ ნაბიჯი ნამდვილი ზეიმია მთელი ოჯახისთვის.

ამჯერად, ჩვენი ოჯახის სახელით, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ, რომელმაც იზრუნა ცოტნეს ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციისთვის და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა – უზრუნველყო ცოტნე დღესდღეობით მსოფლიოში არსებული საუკეთესო ელექტრო ეტლი-ტრანსფორმერით, რომელიც რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ საჭირო ფუნქციას ითავსებს.

ეს მრავალფუნქციური ეტლი მხოლოდ გერმანიაში მზადდება.

უღრმესი მადლობა ბატონო ჯუანშერს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი დიპლომატიური უწყების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ეტლის შეძენასა და საქართველოში გადმოგზავნაში“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია. 

 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge