Monday, October 3, 2022
spot_img
Homeდანაშაული, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ: ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია - ვის კვალზე...

დანაშაული, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ: ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია – ვის კვალზე გავა გამოძიება

spot_imgspot_img

ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია – აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში ასი ათასზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ირკვევა, რომ ბავშვებს კანადასა და მექსიკაში ჰყიდდნენ, დანაშაულებრივ სქემაში კი სამშობიარო საავადმყოფოების დირექტორები და მედპერსონალი იყო ჩართული.

როდის დაიბარებენ კრიმინალურ პოლიციაში იმ მედპერსონალს, რომლებიც, წლების განმავლობაში, სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეში იყვნენ ჩართულნი, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების ფაქტებზე, თამუნა მუსერიძემ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ჯამში 12 საათი გაატარა. პირველი, ექვსაათიანი ჩვენება, უწყებას 31 აგვისტოს მისცა. ორ დღეში, 2 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო და საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 12 წლამდე.

მომდევნო ჩვენება, რომელიც ასევე ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თამუნა მუსერიძემ კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებს 5 სექტემბერს მისცა. უწყებაში ის იმ დოკუმენტაციით მივიდა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს ათწლეულების განმავლობაში, ჩვილების სამშობიაროებიდან გაყიდვის ფაქტებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი საქმე, რომელსაც ახლა კრიმინალური პოლიცია იძიებს, 2004 წელს, საქართველოდან საბერძნეთში გაშვილებული ჩვილის საქმეა. ბიჭი 18 წლისაა და მან თავად გამოთქვა სურვილი, იპოვოს ბიოლოგიური მშობლები.

ბიჭის ბიოლოგიური მშობლების გრაფაში მითითებული „მშობლების“ შესახებ ინფორმაცია მცდარია და შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2003 წელს, თბილისში დაბადებული ჩვილი, 2004 წელს უკანონოდ, საბუთების გაყალბების გზით გააშვილეს.

საბერძნეთში გაყვანამდე ის თბილისში იზრდებოდა და ქალს, რომელიც მას დროებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ უვლიდა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი დედამ მიატოვა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ პირველ სექტემბერს გაავრცელა:

„გამოგვეხმაურა იმ ქალის შვილი, რომელთანაც ბავშვი ერთ წლამდე იზრდებოდა. სამწუხაროდ, თავად ეს ქალბატონი 12 წლის გარდაცვლილია და ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. მაგრამ ვიცით, რომ 2003 წლის იანვრის დასაწყისში, ან 2002 წლის დეკემბრის ბოლოს დაიბადა. ერთმა ქალმა რამდენიმე დღის ჩვილი ქალბატონ მ…ს [სახელი დაშიფრა რადიო თავისუფლებამ] მიუყვანა და უთხრა, რომ ბავშვი დედამ დატოვა და სანამ სხვა მშობელი გამოჩნდებოდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისი მოვლა შესთავაზა. შვილს იმ ქალის სახელი არ ახსოვს. ახსოვს მხოლოდ გარეგნობა. ქალი იყო ჭარბწონიანი, ქერა, შუაზე გაყოფილი წინამოთი (ე.წ”ჩოლკით”) . ეს ქალი მათ სახლში კიდევ რამდენჯერმე მივიდა და 6 თვის მერე გაქრა. გამოჩნდა დაახლოებით 8 თვის მერე და ოჯახს ბავშვის დატოვება 4 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა. ოჯახს ფული არ ჰქონდა და იძულებულები გახდნენ, რომ ბავშვი მთაწმინდაზე – უკვე აღმზრდელ მშობლებთან მიეყვანათ. როგორ, რა საბუთებით და ვის მიერ მოხდა ბიჭის გაშვილება, მათ არ იციან. თუმცა მზად არიან თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის“, – დაწერა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პირველ სექტემბერს და პოსტს 18 წლის ახალგაზრდის ფოტოც დაურთო, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.

 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge