ოთხშაბათი, მარტი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისამსუნგის უსადენო მტვერსასრუტი Jet75 - დაასუფთავე მარტივად და ეფექტურად

სამსუნგის უსადენო მტვერსასრუტი Jet75 – დაასუფთავე მარტივად და ეფექტურად

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ სახლის დალაგება ბევრჯერ დაგვზარებია და ამის გამო ეს პროცესი კვირის ბოლოსკენ ან რომელიმე სხვა უქმე დღემდე გადაგვიტანია.

თუმცა არსებობს ძალიან მოსახერხებელი და ხარისხიანი საოჯახო ტექნიკა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას ბევრად უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.  მინდა მოგიყვე Samsung – ის უახლესი თაობის უსადენო მტვერსასრუტი Jet75-ის შესახებ, რომელიც სახლისა და ავტომობილის ყოველდღიური სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარება.

Jet75 ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. მისი კომპაქტური და  საოცრად დახვეწილი დიზაინი საშუალებას იძლევა მოათავსო იგი სახლის ნებისმიერ კუთხეში, ან მიამაგრო კედელზე სპეციალური საკიდით, რომელიც კომპლექტში მოყვება. აღნიშნულ საკიდზე განთავსებისას, Jet75 ავტომატურად იტენება და მორიგი გამოყენებისათვის მზად დაგხვდება.

გარდა ამისა, კომპლექტს თან ახლავს რამდენიმე მულტიფუნქციური სამაგრი, რომლებიც სახლის სხვადასხვა ზედაპირის დასუფთავებაში დაგეხმარება.  მაგ:  მყარი ზედაპირების საწმენდი, სპეციალური თავაკები ხალიჩების და სავარძლებისთვის, ასევე, ძალიან პრაქტიკული სამაგრი თაროების და რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად.  360°-ით მბრუნავი ჯაგრისის დახმარებით, მარტივად შეძლებ მიწვდე ოთახის ნებისმიერ კუთხეს და დაასუფთავო ზედმეტი დახრის და მოძრაობების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ Jet75 არის ძალიან მსუბუქი, კომპაქტური, მარტივად გამოსაყენებელი – აღსანიშნავია, რომ არის საოცრად მძლავრი. ხმაურის დაბალ დონეს და 200 ვატიან შესრუტვის სიმძლავრეს, მისი ინვერტორული ძრავი განაპირობებს.

Jet75-ის ერთ-ერთი საინტერესო ფუნქცია არის ისიც, რომ შეგიძლია ძალიან მარტივად გარდაქმნა ხელის პატარა მტვერსასრუტად და გამოიყენო მაგალითად, ავტომობილის გასასუფთავებლად.

აუცილებლად აღსანიშნია ისიც, რომ მას 5 საფეხურიანი HEPA ფილტრაცია გააჩნია, რომელიც  99.9% – ით იკავებს მტვერს და გამოყოფს მხოლოდ სუფთა ჰაერს, ალერგენების და ბაქტერიების გარეშე. ამიტომ, თუ ხარ ალერგიული, პირობითად მტვერზე, მაშინ ეს  მტვერსასრუტი შენთვისაა შექმნილი!

იმისათვის, რომ მტვერსასრუტი სუფთად და ჰიგიენურად შეინახო, Jet75-ის კონტეინერისა და ჯაგრისის მოხსნა ძალიან მარტივია და ირეცხება გამდინარე წყლით.

დასუფთავების მაღალი ხარისხი, დახვეწილი დიზაინი და გამოყენების სიმარტივე  არის Samsung-ის Jet75 მტვერსასრუტის მთავარი ღირსებები. მერწმუნე, ეს მტვერსასრუტი აუცილებლად დაიკავებს შენს ოჯახში საპატიო ადგილს. Jet75-ის შეძენა შესაძლებელია სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!