Sunday, September 25, 2022
spot_img
Home„ბავშვს ფილტვი არ გაეხსნა და დაიღუპა...“ - რას იხსენებს დედა, რომელმაც წლების...

„ბავშვს ფილტვი არ გაეხსნა და დაიღუპა…“ – რას იხსენებს დედა, რომელმაც წლების წინ შვილი დაკარგა

spot_imgspot_img

თერჯოლაში ოჯახი წლების წინ დაბადებულ შვილს ეძებს.

დაკარგული ბავშვის შესახებ ისტორია სოციალურ ქსელის ჯგუფში „ვეძებ“ ვრცელდება. 

„ვეძებ ძმას დაბადებულს 1978 -79 წლებში თერჯოლის სამშობიაროში. ექიმი სახელად ზოია. სამწუხაროდ, გვარი არ ახსოვს. დედას როდესაც ტკივილები დაეწყო, საავადმყოფოში წაიყვანა ბიცოლამ, მამა სახლში არ იყო. იმშობიარა ფიზიოლოგიურად, ბავშვმა იტირა და დედას უთხრეს, რომ იყო ბიჭი. დედას მესამე მშობიარობა იყო.

მეორე დღეს შემოვიდა ექიმი და დედას ეუბნება, რომ ბავშვს ფილტვი არ გაეხსნა და დაიღუპა. დედამ უთხრა, რომ გაიგონა ტირილი. ექიმი გაბრაზდა და უთხრა: ცუდად იყავი ქალბატონო და მოგეჩვენაო. ბავშვის ცხედარი გაატანეს ჩემს ბაბუებს, რომლებიც ცოცხალი აღარ არიან. ბავშვი დასაფლავებული არის საოჯახო სამარხზე.

დედა იხსენებს, რომ იმ დღეს ბევრი მშობიარე ქალი იყო. ამბობდნენ, რომ ერთს ძალიან ცუდი მშობიარობა ჰქონდა და ბავშვი გადარჩებოდა თუ არა, არ იცოდნენ. ერთმა კიდევ იმშობიარა და დატოვაო. ეს ყველაფერი საეჭვოდ მომეჩვენა და მამას ვთხოვე წასულიყო იუსტიციაში და გამოეთხოვა თუ რამდენი შვილის დედად იყო გატარებული და რიგითობა ბავშვების თუ ემთხვეოდა. ჩემი ეჭვებიც გამართლდა: დედა გატარებულია რომ იმშობიარა 4 -ჯერ. ის მეხუთე მშობიარობა და გარდაცვალება ბავშვის არსად ფიქსირდება, თითქოს საერთოდ არ იყო ფეხმძიმედ.

ახლა მოგმართავთ თხოვნით: თუკი ვინმემ იმშობიარა ამ წლებში და ეს ისტორია ეცნობა, ძალიან გთხოვთ შეგვეხმიანეთ.

და თქვენ, თუ კი ვინმე ბიჭი დაბადებული ამ წლებში თერჯოლის სამშობიაროში ეძებთ მშობლებს, ძალიან გთხოვთ გამოგვეხმაურეთ, ძალიან გვინდა გიპოვოთ. გელოდებით დიდი სიხარულით სამი და, ერთი ძმა და მშობლები – ნუნუ და ამირან ცერცვაძეები“, – წერს ფატი ცერცვაძე.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge