Monday, October 3, 2022
spot_img
Home„არაფერი დაგვიკარგავს, გავიმყარეთ სუვერენიტეტი“ - პუტინი უკრაინაში ომზე

„არაფერი დაგვიკარგავს, გავიმყარეთ სუვერენიტეტი“ – პუტინი უკრაინაში ომზე

spot_imgspot_img

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში ომის დროს რუსეთს არაფერი დაუკარგავს.

ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს და არაფერს დავკარგავთ. მიღწევების თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი მიღწევა – ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებაა და ეს იმის გარდაუვალი შედეგია, რაც ახლა ხდება“, – თქვა პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 45 700-მდე სამხედრო დაკარგა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge