Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeამ უბანში წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ამ უბანში წყალი 9 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

spot_imgspot_img

8 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, აფხაზავას ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 
 
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის განმავლობაში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 9 სექტემბრის  დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – ლილოს დასახლებას, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელისა და მეფრინველეობის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS – შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – gwp.ge

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge