Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeაზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა

spot_imgspot_img

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სომხურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც სააგენტო „ტრენდ აზი“ წერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. თუმცა, როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge