Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბები,,სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ..." -...

,,სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ…” – ვრცელდება გამაფრთხილებელი პოსტი

spot_imgspot_img

სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ნიკუშა კაკილაშვილი მშობლებისთვის გამაფრთხილებელ პოსტს ავრცელებს.

მისი თქმით, სკოლებთან, უცხო პირები მოსწავლე გოგონებს ხვდებიან და სახლამდე მიყვანას სთავაზობენ.

,,სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია, რომ მშობლების ახლობლები არიან.

მშობლები გაგვაფრთხილეს და თქვენ გაფრთხილებთ, შვილებს გაესაუბრეთ. ბოლო სამ დღეში მეოთხე ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგე. მანიაკი, მანიაკიო, მაგრამ ეს უფრო ორგანიზებულ ჯგუფს ჰგავს. არ ვიცი რა მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი შიშები და მოსაზრებები გვაქვს 90-იანებში გაზრდილებს.

ვარაუდია, დარწმუნებით არაფერს ვამბობ. მოკლედ, ბავშვებთან უფრო ყურადღებით იყავით. და ყვირილი ასწავლეთ. ყვირილი არაა სირცხვილი, როცა საჭიროა. (გადააზიარეთ მაქსიმალურად)”, – წერს ნიკუშა კაკილაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პოსტის კომენტარების ქვეშ მშობლები წერენ, მსგავსი ფაქტები უკვე რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!