პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები,,მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - ,,სუნთქავს, სუნთქავს" - ჯიუტად იძახდაო..." - ჟურნალისტის...

,,მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით – ,,სუნთქავს, სუნთქავს” – ჯიუტად იძახდაო…” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ჟურნალისტი ნანა აკობიძე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„იცით, ხო – ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში.

ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო. “ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა – ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.

მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს – შემზარავად მშვიდი ხმით. 15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს – ჩემზე უკეთესად.

ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს – ანგელოზს ჰგავდაო.

მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით – „სუნთქავს, სუნთქავს“ – ჯიუტად იძახდაო…

და ჰო – ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად.

იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად…

საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ – მაგრამ რა მერე?

რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა? ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!