Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებიჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

spot_imgspot_img

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდება და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!