პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა" - მამა შალვა განცხადებას...

“დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა” – მამა შალვა განცხადებას ავრცელებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარტია მეფარიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მამა შალვა კეკელიამ იქადაგა:

დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ…

ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი“, – თქვა მამა შალვამ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაიცვალა 13 წლის მარტია მეფარიშვილი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!