Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებიბულინგისა და ძალადობის შესაძლო შემთხვევა - რა მოხდა კახეთის ერთ-ერთ სკოლაში

ბულინგისა და ძალადობის შესაძლო შემთხვევა – რა მოხდა კახეთის ერთ-ერთ სკოლაში

spot_imgspot_img

კახეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ მის შვილზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

მეორე კლასის მოსწავლის დედის მტკიცებით, ძალადობის გარდა, დღემდე არ წყდება არასრულწლოვანის ბულინგიც.

მშობელი ჰყვება, რომ მის შვილსა და ორ თანაკლასელს შორის კონფლიქტის დროს, ერთ-ერთმა კლასელმა მოზარდს ყელის არეში დაზიანება, მავთულით მიაყენა. დედის მტკიცებით, კლასის დამრიგებელი ისევ დაზარალებულ მოსწავლეს გაუსწორდა და სახეში სილა გაარტყა.

არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ რეაგირების ნაცვლად, მოსწავლეზე ზეწოლას ახლა უკვე დირექტორიც ახორციელებს და მისი წაქეზებით, კლასელები მოზარდს ვიდეოებს უღებენ.

სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მუნიციპალიტეტის რესურცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მშობლის მიმართვის საფუძველზე, დაწყებულია საქმის წარმოება და საკითხზე, რამდენიმე დღეში, დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!