Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებიაუპატიურებენ ქალებს, ბავშვებს, კაცებს, მოხუცებს... ნახეთ ვრცლად

აუპატიურებენ ქალებს, ბავშვებს, კაცებს, მოხუცებს… ნახეთ ვრცლად

spot_imgspot_img

უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ირინა დიდენკოს განცხადებით, უკრაინაში რუსმა აგრესორებმა გააუპატიურეს ბავშვები, ქალები, კაცები და მოხუცები. მათი ასაკი 4-იდან 85 წლამდეა.

ირინა დიდენკოს ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში ხუთი ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია. ორის საქმე უკვე სასამართლოშია.

დიდენკო ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

დიდენკოს თქმით, სამწუხაროდ, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები დაფიქსირებულია დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ყველა რეგიონში.

„სექსუალური ძალადობისგან ყველა კატეგორია თანაბრად დაზარალდა: ქალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები. რაც შეეხება ასაკს, ასეთი დანაშაულები დაფიქსირდა 4-იდან 85 წლამდე. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი შემთხვევა“, – განაცხადა დიდენკომ. 

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!