ორშაბათი, თებერვალი 6, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბებითავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. 

„ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა თავდაცვის ძალებს მასობრივად ტოვებენ სამხედროები. აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები. პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მიერ დაწყებული ჯარის დისკრედიტაციის კამპანია კარგად აჩვენებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების და აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობას.

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს და ცხადია, მას ტოვებს სამხედროთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ასევე ხდება მისი რიგების შევსება. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ განუმარტავს, რომ  გადინებისა და შევსების თვალსაზრისით, მაჩვენებლები სტაბილურია თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის მიმართულებით. ამასთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სამხედროთა პირობების გაუმჯობესებას, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები არასდროს ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტებით, სწავლებებით, თუ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესით. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, ქართული ჯარის შესახებ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სწავლებების  მიმართულებით, უწყების მიერ მომზადებული მასალების გავრცელება აღნიშნული მედიასაშულებების მიერ არ მომხდარა, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ პოლიტიკურად მოტივირებულ და ნეგატიურ დღის წესრიგზე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

ამერიკის ვიზა