ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბები“სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი, საბოლოოდ რუსეთში ხვდება” –...
spot_img

“სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი, საბოლოოდ რუსეთში ხვდება” – PMCG

frenis kompensaciafrenis kompensacia

“2023 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად აიკრძალა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული არამარტო ახალი, არამედ მეორადი ავტომობილების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი, საბოლოოდ, სწორედ რუსეთში ხვდება”,- ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.

მათივე ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისათვის ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტია, შესაბამისად, უკანასკნელ წლებში საქართველოდან აღნიშნული მიმართულებით რეექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა და საექსპორტო პროდუქტებს შორის პირველი პოზიცია დაიკავა.

“2023 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად აიკრძალა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული არამარტო ახალი, არამედ მეორადი ავტომობილების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი, საბოლოოდ, სწორედ რუსეთში ხვდება”,- ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.

მათივე ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისათვის ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტია, შესაბამისად, უკანასკნელ წლებში საქართველოდან აღნიშნული მიმართულებით რეექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა და საექსპორტო პროდუქტებს შორის პირველი პოზიცია დაიკავა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მანამდე, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი აზერბაიჯანი იყო, თუმცა 2023 წლიდან დინამიკა შეიცვალა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, კერძოდ, ყირგიზეთი და ყაზახეთი დაწინაურდნენ.

„მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურება ცენტრალური აზიის მიმართულებით განპირობებულია ბაზარზე მზარდი მოთხოვნით. ავტომობილების რეექსპორტის მხრივ საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველია ყაზახეთისათვის, რამდენადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ყაზახეთში დაზიანებული ავტომობილის შეყვანა აკრძალულია. შესაბამისად, საქართველო საავტომობილო ჰაბის ფუნქციას ასრულებს, სადაც იმპორტირებული ავტომობილების გარემონტება და შემდეგ რეექსპორტი ხდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად აიკრძალა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული არამარტო ახალი, არამედ მეორადი ავტომობილების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი ავტომობილების ნაწილი, საბოლოოდ, სწორედ რუსეთში ხვდება, რითიც ნაწილობრივ აიხსნება ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების იმპორტზე გაზრდილი მოთხოვნა“,- აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის განმარტებით, მიუხედავად ბაზარზე მაღალი მოთხოვნისა, საქართველოდან ცენტრალურ აზიაში ავტომობილების რეექსპორტის წინაშე რამდენიმე გამოწვევა არსებობს.

„პირველ რიგში, ესაა ცენტრალური აზიის ქვეყნებში იმპორტირებული ამერიკული ავტომობილების „ცუდი რეპუტაცია“, რადგან მათი უმეტესობა მეორეული და შეკეთებულია. ამავდროულად, ცენტრალურ აზიაში სულ უფრო იზრდება ჩინური ავტომობილების, განსაკუთრებით კი საბაჟო გადასახედებისგან გათავისუფლებული ელექტრო ავტომობილების იმპორტი, რის შედეგადაც იზრდება კონკურენცია საქართველოდან შეტანილი მეორეული ევროპული და ამერიკული ავტომობილებისთვის. ამასთანავე, საქართველოდან რეექსპორტს ართულებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების განბაჟების წესებიც, რაც, საბოლოოდ, ავტომობილების ღირებულებაზე აისახება.

სამომავლოდ საქართველოდან ცენტრალურ აზიაში ავტომობილების რეექსპორტი კიდევ უფრო დიდი რისკების წინაშე დგას. ეს უკავშირდება ყაზახეთში ავტომობილების წარმოების მზარდ ტენდენციას (2023 მთავრობის ამბიციას, ყაზახეთი გახდეს ავტომობილების მწარმოებელი მოწინავე ქვეყანა რეგიონში და ბოლო წლებში ამ მიმართულებით ყაზახეთში ინვესტიციების მოსაზიდად გადადგმულ ნაბიჯებს (ყაზახეთში საავტომობილო წარმოება წამოიწყეს სამხრეთ კორეის Kia-მ, Hyundai-მ და Daewoo-მ, აშშ-ს Chevrolet-მა, იტალიურმა IVECO-მ და ჩინურმა ANKAI-მ).

ყაზახეთში გაზრდილი ადგილობრივი წარმოებისა და საიმპორტო ბაზრებს შორის ჩინეთის პოპულარობის ფონზე, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს, შედეგად კი, საფრთხე შეექმნება ქვეყნისთვის საკმაოდ მსხვილ ინდუსტრიას. აქედან გამომდინარე, კრიტიკულია აღნიშნული საფრთხეებისა და რისკების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე მეორეული მანქანების რეექსპორტის სექტორის განვითარების შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. აუცილებელია, სექტორს ჰქონდეს არსებულ ტრენდებთან შესაბამისი სამომავლო გეგმა და შეფასდეს ამ სექტორის ზრდისა თუ ვარდნის ეფექტების ეკონომიკური გავლენები, მათ შორის ამ სექტორში დასაქმებულებზე“,- აღნიშნულია კვლევაში.

წყარო: bpn

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!