ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას “მორალისგან დაცლილს” უწოდებს:
“რას მოაწერე ხელი, შე მორალისგან დაცლილო დედაკაცო, შენ!! ამას რომ არასოდეს გაპატიებთ, ერთი წამით მაინც თუ იფიქრე მაგაზე. დამპალი ქალი!”- ვკითხულობთ ინგა რიგოლიას პოსტში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.