მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის მის ერთ-ერთ გამომწერს მიმართავს. მიზეზი ნეგატიური კომენტარია, რომელიც ნინიმ მისგან მიიღო.
„ჩემი და პატარა ბავშვის ვიდეო დავდე და ქალის პროფილიდან, ვინმე ანამ დამიწერა, რომ მიწაში იყავი დაწყევლილი შენ და შენი შვილიო.. მესმის, რომ ვიღაცეებს არ მოგწონვართ, ან ჩემი პოსტები გაღიზიანებთ… არ ვიცი ყველას გემოვნებაში ვერ ჩავჯდები რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყველას მოსწონდე, თუმცაღა მართლა ღმერთის წინაშე ვარ მართალი და საკუთარ სინდისთან ვარ მართალი, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ მისურვებია ცუდი და არ დამიწყევლია. რატომ შეიძლება მოგინდეს ადამიანის დაწყევლა შვილთან ერთად არ ვიცი.. მე ამისი არ მეშინია ანა. მე მომხვდა გულზე შენი საცოდაობა იმიტომ რომ ქალი ხარ და შენც ვიღაცის შვილი ხარ და ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შვილი გყავდეს. ბოროტებას როცა სხვას უსურვებ ის აუცილებლად მაწყევარს მიუბრუნდება. მე ამას არასოდეს გისურვებ. ასეთი საშინელება ამოვიდა მისი პირიდან შობის დღეს, გულწრფელად მეცოდები, ვისურვებდი ვიცოდე რატომ გძულვარ ასე, რა დაგიშავე ამისთანა, რომ შობის დღეს დამწყევლე შვილთან ერთად. ღმერთმა შეგინდოთ და მეც შემინდოს, ყველას გთხოვთ პატიებას, თუ ოდესმე ვინმესთვის მიწყენინებია“, – ამბობს ნინი შერმადინი მიმართვაში.
@nini.shermadini1 Replying to @anna ღმერთმა შეგინდოს, მეცოდები გულით 🥹🙏 ხალხო არასდროს არავის დაუწყევლოთ შვილები, ისევ თქვენს თავს დააზიანებთ! შობას გილოცავთ! ქრისტე იშვას ჩვენს გულებში ამინ! #ფორიუზეა #ფორიუზე #ფორიუ #ფორიუზე ♬ original sound – Nini Shermadini