ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიქართულ კულტურას დააკლდა მისი ნიჭი და ტალანტი - კალაძე მიშა გომიაშვილის ოჯახს...
spot_img

ქართულ კულტურას დააკლდა მისი ნიჭი და ტალანტი – კალაძე მიშა გომიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

frenis kompensaciafrenis kompensacia

თბილისის მერი, კახა კალაძე კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ქართულ თეატრსა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი გამოაკლდა. ქართულ კულტურას დააკლდა მისი ნიჭი და ტალანტი.

მიშა გომიაშვილი იყო „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. გომიაშვილის სასცენო და კინო როლები სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.

ვიზიარებ მიშა გომიაშვილის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების დიდ გულისტკივილს!“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!