მიმდინარე წლის 8-11 სექტემბერს, ქალაქ თბილისში გაიმართა საქართველოს თასის მეორე ეტაპი მშვილდოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა.
თამთა ნავერიანი - დაიკავა პირველი ადგილი 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე სალომე ხარშილაძე გახდა გამარჯვებული 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.
ჩემპიონატი ჩატარდა მსოფლიო ფედერაციის, "WORLD ARCHERY" (WA) წესების მიხედვით, კლასიკური მშვილდის კატეგორიაში, 18 წლამდე -60 მეტრი, ხოლო 21 წლამდე - 70 მეტრი დისტანციაზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას!