მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ჟურნალისტ გიორგი ლაფერაშვილს ემოციურად ემშვიდობება:
“ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა.
გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა, თან ვხვდებოდი რომ მოსწონდა, მაგრამ ჯებირებზე იყო ჩამოყუდებული და ისე უსმენდა მშვიდად.
ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..
პირველად სადღაც 1996-1997 წელს გავიცანი, მაშინ რადიოში მუშაობდა და მაგ დროიდან სულ კარგი ურთიერთობა გვქონდა.
არ არის ადამიანი, ვინც იცნობს და ლაფერა არ უყვარს.
მშვიდობით, მეგობარო. ოქროს ადამიანო.
შენ ბევრი სიყვარული გაქვს ჩვენგან” – წერს სტეფანე მღებრიშვილი.