მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ოთხ ადამიანს დაეჯახა.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი პირი დაშავებულია. სამირა ბაირამოვა გარდაცვლილების ფოტოებსაც აქვეყნებს.
“ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანამ შეეჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა ორის მდგომარეობა სტაბილურია”, – წერს ბაირამოვა.
როგორც წყარო გვიყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.
მოსახლეობა მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვდა.
View this post on Instagram