მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია მამაკაცი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ მანავთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა.
ავტომობილში ოთხი მგზავრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი, ძლიერი შეჯახებისას იქვე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იმყოფება.